10 მაისი | კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა, 24 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 535 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 665 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 870 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  322 468-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 439  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 302 428-მდე.

ბოლო 24 საათში  დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:

  • თბილისი – 300 შემთხვევა;
  • აჭარა – 77;
  • იმერეთი – 43;
  • ქვემო ქართლი – 22;
  • შიდა ქართლი – 9;
  • გურია – 9;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45;
  • კახეთი – 16;
  • მცხეთა-მთიანეთი –  11;
  • სამცხე-ჯავახეთი – 7;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 15 709 შემთხვევაა, საიდანაც: 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში –  2 562, აჭარაში – 490, იმერეთში – 494. ამ ეტაპზე 924 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 87, იმერეთში – 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პაციენტი: თბილისში – 135, აჭარაში – 9, იმერეთში – 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში: 405 – თბილისში, 352 – აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 7.

სულ  6 ოქტომბრიდან – 9 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 625 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655 ადამიანი, რომელთაგან თბილისშია – 23 162, აჭარაში – 1 816, იმერეთში – 1 256.