დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

პუბლიკა

რუსეთის ფედერაცია, იტალია, აშშ – ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ამ ქვეყნებიდან შემოვიდა. პირველ ადგილს (22.9 %) სიაში რუსეთი იკავებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთიდან დეკემბერში საქართველოში ფულადი გზავნილის სახით 70.58 მილიონი აშშ დოლარია შემოსული.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

10 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

  1. რუსეთის ფედერაცია – 70.58 მლნ $
  2. იტალია – 49.68 მლნ $
  3. აშშ – 46.19 მლნ $
  4. გერმანია –  21.57 მლნ $
  5. საბერძნეთი – 22.65 მლნ $
  6. ისრაელი –  20.92 მლნ $
  7. ყაზახეთი – 14.79 მლნ $
  8. თურქეთი – 8.01 მლნ $
  9. ესპანეთი – 5.9 მლნ $
  10. საფრანგეთი – 5.09 მლნ $

შემდეგ მოდის ირლანდია, აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი და კანადა.