10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 8.33 % შეადგინა - ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე 10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 8.33 % შეადგინა.

„10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც რაოდენობრივად არის 292 587 ამომრჩეველი. ამ დოისთვის ყველაზე მეტი აქტივობა N19 საარჩევნო ოლქშია, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს. იქ აქტივობა არის 11.8%. ხოლო, ყველაზე დაბალი N28, N29 და N30-ე ოლქში, ეს არის აჭარის რეგიონი და აქტივობამ 10 საათის მდგომარეობით შეადგინა 7.3 %“, – აღნიშნა მიქელაძემ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 10.66% იყო, 2016 წლის არჩევნებზე კი – 8.34%.