100 დღე გავიდა, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ - ზურაბიშვილი

პუბლიკა

100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამასთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს.

„100 დღე გავიდა, რაც რუსეთმა გაუმართლებელი აგრესია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა. 100 დღე, რაც ევროპამ და ცივილიზებულმა სამყარომ აჩვენა ერთობა გამოწვევების წინაშე“, – წერს ის.