„უახლოესი 100 დღის განმავლობაში მე წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობის მისაღებად პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება, მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე ჩემს გუნდთან ერთად, მთავრობასთან ერთად ვაპირებ. თქვენი ჩართულობით რა თქმა უნდა“, – მიმართა ღარიბაშვილმა დეპუტატებს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს „ქართული ოცნების” ფრაქციაზე უსმენენ.