ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესში ცნობადი სახეების მონაწილეობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას უკვე 100-მდე ცნობადი ადამიანი გამოეხმაურა. ისინი მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში და საჯაროდ აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
„საინფორმაციო კამპანია აუცილებელია და ეს პროცესი უფრო აქტიური გახდება. აქ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად მაგალითის ძალა არის მნიშვნელოვანი. უკვე გამოგვეხმაურა 100-მდე ცნობადი ადამიანი, უფრო მეტიც, გამოხატეს ინტერესი, რომ ჩაერთონ ვაქცინაციაში და დაიგეგმება ამ ტიპის საპრომოციო აცრები. საჯაროდ მოხდება ცნობადი სახეების აცრა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.