1000 კომპიუტერი 1000 მრავალშვილიან ოჯახს - „შენმოქმედი" საქველმოქმედო ფლი მარკეტს მართავს

პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის” ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად ახალი კამპანია იწყება. მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, სექტორი 3 და ფონდი პროდემოსი უფასო ინტერნეტითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფს.

კამპანიაში უკვე ჩართულია არაერთი პარტნიორი ორგანიზაცია. ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია მრავალშვილიან ოჯახებს 18 თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტს მიაწვდის. ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების – გიორგი კეკელიძის, გოგა ჩანადირის, თაკო ჩხეიძის, ქეთი ხატიაშვილისა და სხვების ჩართულობით კი 5 სექტემბერს, დილის 11 საათიდან საქველმოქმედო ფლი მარკეტი გაიმართება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს შეიძინოს სხვადასხვა ნივთი და საკუთარი წვლილი შეიტანოს მრავალშვილიანი ოჯახების აუცილებელი ციფრული მოწყობილობების მიწოდებაში.

ღონისძიება სექტორი 3-ის ღია სივრცეში მოეწყობა, სადაც დამსწრეები კერძებისა და ღვინის დაგემოვნებას, სახალისო აქტივობებში ჩართვას, ფოტოსესიის მოწყობასა და ქართველი მომღერლების ლაივ კონცერტის მოსმენასაც შეძლებენ. მონაწილეობის მსურველებს მეტი ინფორმაციის მიღება ამ ფეისბუქ event-დან შეუძლიათ.

„ერთად და ერთობით ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია გახდეს შენმოქმედი და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

ღონისძიების გამართვის დრო: 5 სექტემბერი, 11:00 – 19:00

ღონისძიების გამართვის ადგილი: სექტორი 3, გიული ჭოხონელიძის 5

საკონტაქტო პირი: თიკუნა გუჩუა: t.guchua@sector3.ge, 577 261 358