1010 ახალი შემთხვევა და 19 გარდაცვლილი | კორონავირუსის 30 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 010 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 19 ადამიანი.

განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 617 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 164 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 453 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.59%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.69%.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: 

  •  თბილისი – 677 შემთხვევა
  • აჭარა – 58
  • იმერეთი – 83
  • ქვემო ქართლი – 65
  • შიდა ქართლი – 23
  • გურია – 2
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 31
  • კახეთი – 49
  • მცხეთა-მთიანეთი – 10
  • სამცხე-ჯავახეთი – 4
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 989 საიდანაც: 2 669 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი