11 059 ტესტი, 260 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი | 21 ივნისის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 პირი და გარდაიცვალა 15 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 205 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 854 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.62%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 17, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 9, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358 საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 683 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 178 პირი. 590 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 4 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი“, – წერია განცხადებაში.