11 248 ტესტი, 546 ინფიცირებული, 17 გარდაცვლილი | კოვიდსტატისტიკა და გადანაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 456 პირი, ხოლო გარდაიცვალა 17 ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 80, ქვემო ქართლი – 21, შიდა ქართლი – 32, გურია – 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 34, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი -14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მთავრობის ცნობითვე, ამ ეტაპზე ინფიცირების 8 352 აქტიური შემთხვევაა – საიდანაც: 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი; ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 კოვიდპაციენტი; 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში და 4 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.