11 ახალი ინფიცირებულიდან 8 „საბურთალოს კლასტერიდანაა", 3 კი – სოფელი მარეთიდან – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, დღეს დადასტურებული 11 ახალი შემთხვევიდან 8 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, 3 კი –მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდან.

„ჩვენს ცენტრში 54 კოვიდდადასტურებული მკურნალობს. გუშინ მივიღეთ 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა – ეს იყო მარნეულის სოფელი მარეთიდან და დანარჩენი იყო ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევები.

გვყავსმხოლოდ 3 პაციენტი მძიმე პნევმონიით. კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის მონაცემებს. თუ აქაც აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ალბათ, მძიმეთა სიიდან ამოვიღებთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ძირითადად, საშუალო სიმძიმის პაციენტები გვყავს, 50%-ზე მეტი. დანარჩენი მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგაბიას განცხადებით, ახალი შემთხვევები არ ქმნის იმის საჭიროებას, რომ შეზღუდვები კვლავ გამკაცრდეს. მისი განმარტებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერი გამოკვლეულია და ხორციელდება ყველა პრევენციული ღონისძიება, ისევე როგორც მარნეულსა და ბოლნისში.

„არ არის საჭიროება, რეგულაციები ქვეყანამ დააწესოს. უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება, არსად არ წასულა ვირუსი ამიტომ რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას და თვითშეზღუდვები დავიწესოთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.