11 იანვარი | კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 880 და გარდაიცვალა 23 კოვიდპაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.