Stopcov.ge ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 788, ხოლო გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.35%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 251 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 303 679-მდე.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 349 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 183 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 324 256-ს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 336 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 963 შემთხვევა, აჭარა – 127, იმერეთი – 178, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 72, გურია – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 131, კახეთი – 79, მცხეთა-მთიანეთი – 73, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.