მთავრობის კანცელარიაში გიორგი გახარია ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. გეგმის პრეზენტაციამდე გახარიამ შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს შესაძლებლობას გარკვეული ნაბიჯები სწრაფად გადავდგათ, თუმცა ეს ზრდის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, 11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში და ყველა შეზღუდვები შესვლაზე და გამოსვლაზე უქმდება.
14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში.
18 მაისს კი მარნეულში მოიხსნება შეზღუდვები შესვლასა და გამოსვლაზე.
მისი თქმით, კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვები ძალაში დარჩება.