11 ოქტომბერი გლოვის დღეა, უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები

პუბლიკა

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული იქნება.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი ემსხვერპლა.