მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განცხადება სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა მან.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბათუმში სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაიცვალა ჯამში 6 ადამიანი.
შსს-ს დაკავებული ჰყავს 3 პირი.
არსებული ინფორმაციით, ეძებენ, სავარაუდოდ, კიდევ 3 პირს.