აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის პროცესი. პროცესი.
არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
როგორც პროკურორებმა დღეს პროცესზე განაცხადეს, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდებულებმა ჩაინიდეს ბრალად წარდგენილი ქმედება.
მათი პოზოციით, საქმე არსებით გქნხილვაზე გადასვლის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
დაცვის მხარის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან მათი შეფასებით, არ არსებობს არანაირი სტანდარტი იმისა, რომ საქმე არსებით განხილვაზე გადავიდეს.
მათი თქმით, საქმეში მტკიცეულების სახით საქმეში დართული მასალები არ მეტყველებს იმაზე, რომ ბრალდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს
მოსამართლის თქმით, არ არსებოს დევნის შეწყვეტის საფუძველი არსებითი განხილვის სხდომა 2 აპრილს, 2 საათზე ჩაინიშნა.