11-ში განვაახლებთ პარლამენტის პიკეტირებას – შოთა დიღმელაშვილი

პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ 11 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტის სხდომებია ჩანიშნული და შესაბამისად, განახლდება პარლამენტის პიკეტირებაც.

„11- ში განვაახლებთ პარლამენტის პიკეტირებას. კომიტეტის სხდომებია ჩანიშნული, ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობას“, – თქვა დიღმელაშვილმა „პუბლიკასთან“.

მისივე თქმით, 14-ში „ქართული ოცნების“  ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას კონტრაქციას არ მოუწყობენ, თუმცა, თუ პლენარული ჩაინიშნება 14-ში,  მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე, ქუჩაში გამოვლენ და აქციას გამართავენ.

„დაველოდებით პლენარულის დანიშვნას. 14-ში კონტრაქციის მოწყობას არ ვაპირებთ. კონტრაქციების ენით საუბრობს ხელისუფლება, მაგრამ თუ პლენარული ჩანიშნეს 14-ში, მოსამართლეებზე, აუცილებლად გამოვალთ“, – თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დეპუტატი ეკა ბესელია მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, 11 დეკემბერს, როდესაც ჩანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით  პარლამენტთან მივიდნენ და მშვიდობიანი პროტესტის გზით გამოხატონ პოზიცია.

__________

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი და ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.

11 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ჩანიშნულია მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა;