110 ახალი შემთხვევა რეალური მაჩვენებელი არაა - გამყრელიძე

პუბლიკა

„კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა, რა თქმა უნდა, არ არის რეალური [მაჩვენებელი] ქვეყანაში ინფექციის გავრცელების… თუმცა, ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია ახალი შემთხვევების კლებასთან მიმართებაში“, – ასეთი განმარტება გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღევანდელი დაბალი მაჩვენებლის შესახებ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ზოგადად შაბათ-კვირას ტესტირების რაოდენობა და მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იკლებს ხოლმე.

„საქართველოში ჩვენ დღეს გვაქვს ახალი 110 შემთხვევა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ეს არის სულ 5000 ჩატარებული ტესტიდან. ეს ახალი 110 შემთხვევა არის გუშინდელი 24 საათის. შაბათს 24 საათში გვქონდა 780 ახალი შემთხვევა – 9083 ტესტირებიდან, პარასკევს გვქონდა 15 ათასი ტესტირება და იქ გვქონდა 1236 ახალი შემთხვევა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.


საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 და გარდაიცვალა 25 ადამიანი.