ენმ-მ ხვალ, 29 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან შეკრება დააანონსა. სწორედ ამ დროსაა ჩანიშნული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიყვანენ თუ არა სააკაშვილს სასამართლოში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სასამართლო პროცესისთვის ემზადება.
კითხვაზე, იქნება თუ არა თუ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მზად, რომ 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს, ექიმი ამბობს – „ვფიქრობ, იქნება“.