112-ის ხარვეზები ეტაპობრივად მოგვარდება - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის ხარვეზებით მუშაობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

„112-ში ზარები ათობით ათასით არის გაზრდილი. ეს არის რეალობა. ჩვენ ახლა ამ ზარების დივერსიფიცერება მოვახდინეთ და ეს ზარები გადანაწილდება სხვადასხვა ქოლცენტრში – რეგიონალური თვალსაზრისით და ასევე დარგობრივი თვალსაზრისით. ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. ყოველდღიურად 112-ის მუშაობის ხარისხი სულ უფრო და უფრო გაიზრდება. დასჭირდება დაახლოებით ერთი კვირა, რომ აღარანაირი ხარვეზი იქ არ დარჩეს“, – აღნიშნა გახარიამ.