116 - აჭარა, 30 - თბილისი... - როგორია დღევანდელი შემთხვევების განაწილება

პუბლიკა

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს,  187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით შემთხვევენი ასეა გადანაწილებული:

თბილისი — 30, იმერეთი — 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 11, გურია — 4, კახეთი — 3, შიდა ქართლი — 3, ქვემო ქართლი — 2, მცხეთა-მთიანეთი — 2, სამცხე-ჯავახეთი — 1.

მარიან ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა 14 პაციენტი.  ხოლო მძიმედ ფასდება 70 პაციენტის მდგომარეობა.

———————

საქართველოში დღეს კორონავირუსის 187 ახალი შემთხევა გამოვლინდა.

შესაბამისად ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 3306-ს მიაღწია.

46-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3306
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1481
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5014
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41