იოზვიაკი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, უვიზო რეჟიმი გაუქმდეს.

იოზვიაკის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს ვითარება და პოტენციური ზომები გუშინ განიხილა.

„ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს ვითარება, მათ შორის პოტენციური ზომები „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული. ყველაფერი განიხილება“, – წერს იოზვიაკი X-ზე.