12 აგვისტო | 49 გარდაცვლილი და 5 128 ახალი შემთხვევა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 5128 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 49 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 310 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,43%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო 7 დღის – 10,52%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 279 პირი ემსხვერპლა.

ამავე მონაცემებით, სულ აცრილია – 715919, დღიურად აცრილია – 25933.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, აჭარა – 811, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 246, შიდა ქართლი – 280, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287, კახეთი – 398, მცხეთა-მთიანეთი -101, სამცხე-ჯავახეთი – 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.