12 აპრილის მონაცემებით, აცრილია 20 622 ადამიანი | NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 აპრილის მონაცემებით, ჯამურად უკვე 20 622 ადამიანი აიცრა.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად უნდა ეწვიოთ  booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა, აქედან 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890  PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.51 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 277 829-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 883 პირი ემსხვერპლა.