საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 50 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 3 780.
რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 588 შემთხვევა;
- აჭარა – 333;
- იმერეთი – 599;
- ქვემო ქართლი – 263;
- შიდა ქართლი – 263;
- გურია – 114;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 299;
- კახეთი – 243;
- მცხეთა-მთიანეთი – 83;
- სამცხე-ჯავახეთი – 94;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 995, საიდანაც, 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 925, აჭარაში-910, იმერეთში-1 377.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 165 პირი, მათ შორის, თბილისში-529, აჭარაში-151, იმერეთში-267.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პირი.
20 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.