12 დეკემბერს პარლამენტის წინ დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა გამოაცხადა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ალექსანდრე დავლაძის, დავით კაკაურიძის, ალიკა კუპრავას და ლევან გახელაძის სასამართლო სხდომა 17 დეკემბრისთვის გადაიდო.
დილით ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკავებული 6 პირის გიორგი ვაშაძის, ირაკლი კუპრაძის, გიორგი ბუნტურის, ზურაბ კოსტავას, ირაკლი ჯუღელის და ნოდარ ბრეგაძის სასამართლო სხდომაც 17 დეკემბრისთვის გადაიდო. მიზეზი დაცვის მხარის მიერ სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ დაყენებული შუამდგომლობაა.
პოლიციამ აქციაზე სულ 16 პირი დააკავა. მათგან 6 პირის სასამართლო 17 დეკემბერს ჩაინიშნა, ხოლო მეორე ექვსეულის 24 დეკემბერს. პოლიცია მათ წვრილმან ხულოგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
დაკავებულთაგან 12-ის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს დაეწერა. ამავე მოსამართლემ განიხილა ნოემრებში აქციის დაშლისას დაკავებული პირების საქმეები.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი აირჩია.
არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.
პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამდნენ.