დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 12 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 71 570 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 4433 აცრა.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
ამ დროისთვის საქართველოში 45 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაცია, 18 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის კი – „სინოფარმით“.