შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 12 მანქანის გაქურდვის საქმეზე 19 წლის პირი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, 13 ოქტომბერს, ჯ.ქ.-მ საბურთალოს რაიონში, ღამის საათებში 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანა და ავტომობილში არსებული ნივთები მოიპარა.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯ.ქ. დააკავეს. დაკავებულმა მის მიერ, 8 ოქტომბერს აფრიკის დასახლებაში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებს უწყება.