დღეს, 12 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა დადასტურდა; StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 33 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 2358 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 69681;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52169;
- მათ შორის გარდაცვლილი – 599;
- კარანტინის რეჟიმში – 2506;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4918;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3311;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.