12 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 19.41% შეადგინა - ცესკო

პუბლიკა

12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 681 583 ამომრჩეველმა მისცა.

„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 28.3 % ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჭარაში – 17,9%,”-  განაცხადა ანა მიქელაძემ.

2016 წლის არჩევნებზე კი 12:00 საათისთვის აქტივობა 19.81%  იყო.