12 წლის გოგოს დაღუპვასთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

„აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება.

სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით, “- ნათქვამია განცხადებაში.


დიდ დიღომში გუშინ საღამოდან 12 წლის გოგოს ეძებდნენ. გამთენიისას ის გარდაცვლილი იპოვეს. უცნობია ბავშვის დაღუპვის გარემოებები. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.