$120 ათასად შეფასებული ბანანი ქართველმა არტისტმა შეჭამა

პუბლიკა

$120 ათასად შეფასებული ბანანის ინსტალაცია ქართველმა არტისტმა შეჭამა. წებოვანი ლენტით მიკრული  ბანანი მაურიციო კატელანის არტ-ინსტალაცია იყო. მაიამიში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კედელზე მიკრული ბანანის ნამუშევარი 120 ათას დოლარად 5 დეკემბერს გაიყიდა. სულ ამ ამ ინსტალაციის 3 ვერსია არსებობს. ორი მათგანი უკვე გაყიდულია, მათი საწყისი ფასი 120 ათასი აშშ დოლარი იყო.

ქართველი არტისტის განცხადებით, ეს იყო “მშიერი ხელოვანის პერფორმანსი”.