1200-ლარიანი დახმარება მათთვის, ვინც დეკემბრიდან სამსახური დაკარგა | მთავრობა

პუბლიკა

„ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების პირველი ეტაპია 1200-ლარიანი დახმარება მათთვის, ვინც 2020 წლის დეკემბერში სამსახური დაკარგა.

„პირველი, ეს გახლავთ 1 200 ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის. ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან, “- განაცხადა მან.