12:00 საათიდან ამ დრომდე „ფაიზერზე" დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე - გაბუნია

პუბლიკა

რეგისტრაციის დაწყებიდან ორ საათში „ფაიზერზე“ დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„12:00 საათიდან ამ დრომდე „ფაიზერზე” დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე. დიდი ნაკადის გამო, პირველი 10-15 წუთი საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო, თუმცა ნახევარ საათში ეს პრობლემა სრულად მოიხსნა. ამჟამად საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ არის”,- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, რეგისტრაციის საიტის მუშაობა გადაყვანილია ახალ რეჟიმზე, შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24 საათიან პერიოდს ითვალისწინებს.

„მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია, 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ აღარ იგზავენება შეტყობინება, შეტყობინება მითითებულ ნომერზე ჯავშნის დადასტურებით, 24 საათში მიიღებს “,- განაცხადა გაბუნიამ.