აშშ აფრთხილებს უკრაინას ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე 48 საათის განმავლობაში - Newsweek

პუბლიკა

გამოცემა Newsweek აშშ-ის დაზვერვის უწყებების წყაროებისგან მოპოვებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი უკრაინაში მომდევნო 48 საათის განმავლობაში აპირებს შეჭრას.

„უკრაინის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ცნობებზე დაყრდნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, 48 საათში დაიწყებს შეჭრას“, – უთხრა გამოცემას პირმა, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს ინფორმაციაზე.

ამასთან, როგორც წყარო ამბობს, „საჰაერო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთმა დღეს დილით უკრაინის საჰაერო სივრცე დაარღვია და მოკლე დროით უკრაინის თავზე მისი შესაძლო სადაზვერვო თვითმფრინავი დაფრინავდა“.

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას დაუდასტურა, რომ ამგვარი გაფრთხილება მიღებულ იქნა, თუმცა აღნიშნა, რომ კიევს უკვე მესამე ჯერზე აფრთხილებენ მოემზადოს მოახლოებული, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან.

„ეს ნამდვილად შესაძლებელია“, – ამბობს გამოცემის წყარომ. „პუტინს არ შეუძლია ადგილზე კიდევ დიდხანს ამყოფოს ამდენი სამხედრო“, – აღნიშნავს ის.