13 150 ახალი შემთხვევა და 35 გარდაცვლილი | 31 იანვრის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, გასულ 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 35 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 8 503 კოვიდპაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 148 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 475 PCR ტესტით.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 175 923 , ბოლო 24 საათში – 13 150;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 009 778 , ბოლო 24 საათში – 8 503;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 980 , ბოლო 24 საათში – 35;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 45 623, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 148, PCR ტესტით – 18 475;
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 28,82%, ბოლო 14 დღის – 20,75%, ბოლო 7 დღის – 23,8%;
  • სულ აცრილია – 2 712 889, დღიურად აცრილია – 1 665;
  • კარანტინის რეჟიმში – 38;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 433;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 000.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა – 1 734, იმერეთი – 1 740, ქვემო ქართლი – 661, შიდა ქართლი – 554, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 640, კახეთი – 206, მცხეთა-მთიანეთი – 136, სამცხე-ჯავახეთი – 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.