ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში სულ 222 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ეზუგბაიას თქმით, 13 ახალი შემთხვევიდან 3 ლილოს ბაზრობიდანაა და 2 სამედიცინო პერსონალია.
„13 პაციენტიდან 3-ის ინფიცირების წყარო არის ლილოს ბაზრობა, ერთის ინფიცირების წყარო გახლავთ გაჩიანი, 5 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან 4 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის სამედიცინო პერსონალი და 1 შემთხვევაზე კონტაქტების და წყაროს მოკვლევა გრძელდება“, – თქვა ეზუგბაიამ.
13 ახალი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1 117-მდე გაიზარდა. მათგან 917 გამოჯანმრთელდა.