13 დიდ ქალაქში მოსწავლეების 12% კვლავ დისტანციურად განაგრძობს სწავლას - დგებუაძე

პუბლიკა

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, 13 დიდი ქალაქიდან სულ მოსწავლეების 12%-მა სურვილი გამოთქვა კვლავ ონლაინ, დისტანციურად განაგრძონ სწავლა.

„მხოლოდ ოთხშაბათი დღე, 24 საათის განმავლობაში იხსნება ეს ფანჯარა და ამ შემთხვევაში არამხოლოდ რეგისტრაცია ხდება მსურველი მშობლების, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, რომ უარი თქვან და დაბრუნდნენ საკლასო ოთახში, რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა გვაქვს, ჯამში არის დაახლოებით 297 767 მოსწავლე და ამ 13 ქალაქიდან ჯამში არის 12% ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის“, – განაცხადა დგებუაძემ.

მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს ეხება.