14-15 იანვარს იქნება ბოლო წვეულებები, შემდეგ მოგვიწევს დაველოდოთ „ომიკრონის“ დინამიკას - BASSIANI

პუბლიკა

„BASSIANI/HOROOM-ის მიმდინარე კვირას დაგეგმილი 14 და 15 იანვრის საკლუბო ღამეები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე იქნება ბოლო წვეულებები, რომელიც ჩვენს სივრცეში გაიმართება“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„სამწუხაროდ, შემდეგი პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს დაველოდოთ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელების დინამიკას და მის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, ქმედით საშუალებებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო თვეების დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით მივიღოთ.

BASSIANI/HOROOM ყოველთვის იდგა პასუხისმგებლობის მქონე, ზრუნვასა და უსაფრთხო სივრცის იდეაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ამ იდეის მნიშვნელობა გააზრებული აქვს კლუბის ერთგულ სტუმრებსა და გულშემატკივრებს“,- ვკითხულობთ განცხადებაში.