14-15 მაისის ჯარიმები: კომენდანტის საათი –104, მგზავრთა გადაყვანა – 5, დისტანცია და შეკრება – 10 პირი

პუბლიკა

პოლიციამ 14 მაისის 21 საათიდან  15 მაისის დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 104 მოქალაქე დააჯარიმა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 5 პირი დააჯარიმეს.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 10 ფაქტი გამოვლინდა.

საგანგებო მდგომარეობის  რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.