14 827 ტესტი, 903 ინფიცირებული, 24 გარდაცვლილი | 22 იანვრის კორონავირუსის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 636 პირი და გარდაიცვალა 24 ადამიანი.

მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება: თბილიი 469 შემთხვევა, აჭარა – 52, იმერეთი – 107, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 51, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

„ამ ეტაპზე ინფიცირების 10 189 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.