საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, გართულებული კოვიდსიტუაციის ფონზე, სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციების და შესაბამის სამედიცინო სტრუქტურებთან კონსულტაციის შედეგად ეროვნული ბიბლიოთეკა გადადის სპეციალურ სამუშაო რეჟიმზე.
14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ყველა სამკითხველო დარბაზი წყვეტს მუშაობას. თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.
შესაბამისი რეგულაციებითა და განრიგით მუშაობას განაგრძობს:
- ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების, ISSN სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება
- დაკომპლექტების განყოფილება
- ფონდებისა და კატალოგების ორგანიზებისა და დაცვის განყოფილება
- ელექტრონული რესურსების ორგანიზაციის განყოფილება.