14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეიზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.
„შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
სრულად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.
იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვები იქნება 23:00-მდე.
საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე, ამავე რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა.