14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები და საბაგირო გზები მგზავრებს ვერ მოემსახურება.
„შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
სრულად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.
იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვები იქნება 23:00-მდე.
საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე, ამავე რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა.