5 579 ახალი შემთხვევა და 50 გარდაცვლილი | 14 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემების მიხედვით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 50 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 867 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 580 ტესტი.