14 იანვარი | კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი

პუბლიკა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 748 კოვიდპაციენტი და გარდაიცვალა – 21.

StopCov.ge-ს განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 244612 , ბოლო 24 საათში – 1357;
  • გამოჯანმრთელებული – 228359 , ბოლო 24 საათში – 748;
  • გარდაცვლილი – 2867 , ბოლო 24 საათში – 21;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 15891, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8767, PCR ტესტით – 7124;
  • კარანტინის რეჟიმში – 469;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3780;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 638;