14 იანვარს აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პატრნიორობის შეთანხმებას

პუბლიკა

14 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პატრნიორობის შეთანხმებას.

სომხეთში აშშ-ის საელჩომ განაცხადა:

„ძლიერი პარტნიორები ქმნიან სტაბილურ რეგიონალურ პარტნიორებს, ხოლო ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა გამოხატავს ჩვენს საერთო ვალდებულებას უფრო გამძლე, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასიის მიმართ.

ამ დრომდე აშშ-მა სომხეთში დაახლოებით 3.3 მილიარდი დოლარი დააბანდა, რათა მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ რეფორმებს, ეკონომიკურ ზრდას და გამძლეობას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც 2021 წლიდან 340 მილიონ დოლარზე მეტს მოიცავს.

ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე და ერთად ვმუშაობთ ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობის გაფართოებაზე; დემოკრატიის, მართლმსაჯულებისა და ინკლუზიის გაძლიერებასა და ხალხთა შორის დიალოგის ზრდაზე”.

ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წელს გაფორმდა, 2024 წლის 30 ნოემბერს კი აშშ-მა შეაჩერა. მიზეზი „ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებია.