14 მედიასაშუალება, რომელსაც ეკატერინე მესხიძის საქმეზე დარღვევა დაუდგინდა

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,  ეკატერინე მესხიძის საქმეზე 14 მედიასაშუალებას ქარტიის პრინციპების დარღვევა დაუდგინდა.

ეკატერინე მესხიძე მედიასაშუალებებს პირველი და მეხუთე პრინციპის დარღვევას ედავებოდა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი პრინციპის დარღვევა დაუდგინდა 14-ვე მედიასაშუალებას, მე-5 პრინციპის დარღვევა კი – 11-ს.

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მე-5 პრინციპი კი ითვალისწინებს შემდეგს: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

„ყველა საქმე ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძისა და ეკატერინე მესხიძის სასამართლო დავის შესახებ მედიაში მომზადებულ მასალებს. როგორც განმცხადებელი ამბობდა, მედიაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ იმ პერიოდში, როცა ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია”, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

მედიასაშუალებები, რომელთაც დარღვევა დაუდგინდა:

    1. კვირის პალიტრა – პირველი
    2. ამბები.გე – პირველი
    3. ექსკლუზივნიუსი – პირველი
    4. ობიექტივი – პირველი და მეხუთე
    5. ტელეკომოანია იმედია – პირველი და მეხუთე
    6. ინტერპრენიუსი –  პირველი და მეხუთე
    7. აიპრესი – პირველი და მეხუთე
    8. გურიანიუსი – პირველი და მეხუთე
    9. მარშალპრესი – პირველი და მეხუთე
    10. ნიუსპოსტი – პირველი და მეხუთე
    11. Caucasus buiseness week –  პირველი და მეხუთე
    12. ლიბერალი – პირველი და მეხუთე
    13. 2020news – პირველი და მეხუთე
    14. ინფოფოსტალიონი –  პირველი და მეხუთე