„ალექსანდროვის ბაღის“ გვერდით 14-სართულიანი სასტუმრო შენდება

პუბლიკა
თბილისში,  „ალექსანდროვის ბაღის“ გვერდით, გ. ჭანტურიას ქუჩაზე N10-სა და N12-ში, სასტუმრო „თორის“ ადგილზე 14-სართულიანი სასტუმრო „რედისონ პარკ ინნ“  შენდება.
როგორც პროექტის განმარტებით, ბარათში ვკითხულობთ, სასტუმრო განკუთვნილია 200 ადგილზე. შენობა 14-სართულიანია, 3 მიწისქვეშა სართულით. ნაკვეთს ფართობია 1818 კვ.მ.
კომპანია შპს „ბლოკ ინვესტმა“ პროექტი მერიას 2015 წელს შეუთანხმა და თბილისის მერიამ მშენებლობაზე ნებართვა იმავე წელს გასცა. 2018 წელს კი უკვე სხვა კომპანიამ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია „ბლოკ ინვესტი“, სასტუმრო „თორის“ დემონტაჟზე ვადის გაგრძელება მოითხოვა, შემდეგ კი  მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაც. რაზეც მერიისგან თანხმობა მიიღო. ნებართვის მიხედვით, კომპანიას მშენებლობის ვადა 2020 წლის აპრილამდე აქვს.